დაბეჭდვა
კატეგორია: News
გადასვლები: 301

2018 წლის მაისიდან შპს ავიცენას საერთაშორისო საზოგადოებრივმა კოლეჯმა საგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსის მოპოვებისათვის მზადება დაიწყო, რისთვისაც ავტორიზაციის სტანდარტის შესაბამისი სასწავლო გარემოსა და პროცესის წარმატებით განხორციელებისათვის საჭირო მარეგულირებელი აქტები მომზადდა.

დაწესებულება დაკომპლექტდა კვალიფიციურ კადრებით, რომელთა მიზანი იყო შეექმნათ პროფესიულ სტუდენტზე მორგებული სასწავლო გარემო. ასევე, კვლევებზე დაყრდნობით მოძიებულ იქნა, თუ რომელი პროფესიული საგანმანათლებლო პროგამებია ბაზარზე მოთხოვნადი. კვლევის შედეგად აღმოჩნდა, რომ პროგრამათა შორის იყო ბაგა-ბაღის აღმზრდელი პედაგოგი  და ბუღალტერი.
ახალმა შექმნილმა კოლექტივმა მცირე დროში შეძლო შეექმნა ყველა საჭირო დოკუმენტი, მოეძიებინა სწავლების წარმატებით განხორციელებისათვის სათანადო ინვენტარითა და ტექნიკით აღჭურვილი პრაქტიკის ობიექტები, მოეწესრიგებინა მატერიალურ-ტექნიკური ბაზა  და დაეგეგმა თავისი საქმიანობა ისე, რომ მოკლე დროში მიეღწია წარმატებისათვის.