поддержка PHP 7

(+995) 032 2 18 20 62;    (+995) 599 52 00 41    avicennacollege19@gmail.com

პირველი სლაიდი მეორე სლაიდი მესამე სლაიდი მეოთხე სლაიდი მეხუთე სლაიდი

1.      საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის მენეჯერი

 

მოვალეობები:

·         პრესრელიზების მომზადება და გამოქვეყნება.

·         პიარ კამპანიების დაგეგმვა და განხორციელება.

·         დაწებულების ვებ-გვერდზე განსათავსებლად მასალების მომზადება.

·         განხორციელებული    აქტივობების   შესახებ ინფორმაციის    დროული მიწოდება დაწესებულების ტექნიკური უზრუნველყოფის დაწესებულების ვებ - გვერდსა    და/ან     სხვა საინფორმაციო     მატარებლებზე მათი გათავსების მიზნით.

·         განსახორციელებული აქტივობების ორგანიზაციული   და    საპრეზენტაციო  უზრუნველყოფა.

·         პროფესიულ სტუდენტთა/მსმენელთა და თანამშრომელთა    კულტურული ღონისძიებების დაგეგმვა, ორგანიზება და განხორციელება.

·         პრეზენტაციების, რეკლამების და კომერციული წინადადების მომზადების უზრუნველყოფა.

·         ციფრული მარკეტინგის კამპანიების დაგეგვმა ყველა შესაძლო ციფრული არხის გამოყენებით (ვებ-გვერდი, google, სოციალური მედია არხები, youtube, e-mail).

·         მომხმარებლის სამიზნე ჯგუფის განსაზღვრა; კმაყოფილების კვლევის დაგეგმვის, მისი განხორციელების პროცესის მონიტორინგის, შედეგების დამუშავებისა და ანალაზისი განხორციელების უზრუნველყოფა.

·         პარტნიორი ორგანიზაციების მოეძების, მოლაპარაკებების წარმოებისა და ხანგრძლივვადიანი ურთიერთობების დამყარების პროცესში მონაწილეობა.

·         კომპეტენციის ფარგლებში დაწესებულების დირექტორის სხვა დავალებათა და დაწესებულების შიდა სამართლებრივი რეგულაციებით გათვალისწინებულ სხვა ვალდებულებათა შესრულების უზრუნველყოფა.

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

·         უმაღლესი განათლება ჰუმანიტარულ ან სოციალურ მეცნიერებათა მიმართულებით ან/და აღნიშნული პოზიციის შესაბამის სფეროში მუშაობის გამოცდილება.

 

 

 

 

2.    სამეურნეო სამსახურის მენეჯერი

 

მოვალეობები:

·         დაწესებულების ბალანსზე არსებული შენობა–ნაგებობების, ცალკეული სათავსოების, ოთახების, კორიდორების, სველი წერტილების, დაწესებულების მიმდებარე პერიმეტრის უსაფრთხოების, ცეცხლმაქრების საექსპლუატაციო ვარგისიანობის, აგრეთვე სანიტარულ–ჰიგიენური ნორმების დაცვის, ელექტრომომარაგების, ელექტროგაყვანილობის გამართული მუშაობისა და განათების, წყალმომარაგების, წყლისა და საკანალიზაციო მილგაყვანილობისა და გათბობის სისტემის გამართულ მუშაობის უზრუნველყოფა.

·         უსაფრთხოების შესაბამისი პროცედურების განხორციელება.

·         სამუშაო და სასწავლო გარემოში სიმშვიდისა და წესრიგის დაცვას.

·         საჭიროების შემთხვევაში შშმ და სსსმ პირებისათვის გადაადგილებაში დახმარების გაწევას.

·         დაწესებულებაში სისუფთავის და სანიტარულ–ჰიგიენური ნორმების დაცვის უზრუნველყოფა.

·         დაწესებულებაში არსებული ინვენტარის განახლება-შეკეთების საჭიროების შემთხვევაში მათ განახლებსა და შეკეთების უზრუნველყოფა.

·         კომპეტენციის ფარგლებში დირექტორის სხვა დავალებათა, დაწესებულების შიდა სამართლებრივი რეგულაციებითა და მომქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა ვალდებულებათა შესრულება.

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

·         სამეურნეო სამსახურის მენეჯერი არის დაცვა-უსაფრთხოების მუშაკი, რომელსაც უნდა ჰქონდეს აღნიშნული პოზიციის შესაბამის სფეროში მუშაობის გამოცდილება.

 

 

3.    საქმისწარმოების მენეჯერი

 

მოვალეობები

·         დაწასებულებაში საქმისწარმოების პროცესთან დაკავშირებული საქმიანობის ზოგადი კოორდინაცია.

·         სამსახურის თანამშრომელთა საქმიანობის ხელმძღვანელობა და კოორდინაცია. მათ მიერ შესასრულებელი დავალებების შესრულების ვადების და ფორმების განსაზღვრა.

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

·         საქმისწარმოების მენეჯერს უნდა ჰქონდეს უმაღლესი ან პროფესიული განათლება და აღნიშნული პოზიციის შესაბამის სფეროში მუშაობის გამოცდილება.

 

 

პერსონალური მახასიათებლები:

·         ლოგიკური აზროვნება ;

·         ლიდერული და ორგანიზატორული უნარ ჩვევები;

·         გადაწყვეტილების მიღების უნარი;

·         ხარისხზე ორიენტირება;

·         გუნდური მუშაობის უნარი;

·         ფუნქციების სწორად გადანაწილების უნარი.

 

 

სამუშაო პირობები


დასაქმებული მუშაობს კვირაში ხუთი დღე. სამუშაო საათების ხანგრძლივობა კვირაში
არ უნდა აღემატებიდეს  40 საათს. სამუშაო დღეებია ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით 10:00 საათიდან 18:00 საათამდე,

წარმოსადგენ დოკუმენტთა სია:

·         პასპორტის/პირადობის მოწმობის ასლი;

·         საგანმანათლებლო დოკუმენტის ასლი, უცხო ქვეყნის საგანმანათლებლო დოკუმენტის შემთხვევაში - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ განათლების აღიარების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;

·         ავტობიოგრაფია / CV;

·         არსებობის შემთხვევაში - შრომის წიგნაკის ან შრომითი გამოცდილების დამადასტურებელი სხვა დოკუმენტის, სერთიფიკატების, სიგელების და სხვა დოკუმენტების ასლები;


დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე (CV) და თანდართული დოკუმენტები ქართულ ენაზე, შემდეგ ელ-ფოსტის მისამართზე:
avicennacollege19@gmail.com  და წერილის სათაურის ველში მიუთითოთ შესაბამისი პოზიციის დასახელება.


განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 2019 წლის 27 აგვისტო.