поддержка PHP 7

(+995) 568 99 90 78;    (+995) 555 18 01 40    avicennacollege19@gmail.com  

Image result for website smoll icon Second Web: avicennacollege.ge

პირველი სლაიდი მეორე სლაიდი მესამე სლაიდი მეოთხე სლაიდი მეხუთე სლაიდი

2020 წლის 6 იანვრიდან 7 თებერვლის ჩათვლით, შპს ავიცენას საერთაშორისო საზოგადოებრივი კოლეჯი აცხადებს პროფესიული განათლების მიღების მსურველთა რეგისტრაციას.

დაინტერესებულ პირს აქვს შესაძლებლობა, მისაღები გამოცდების გარეშე, დაეუფლოს სასურველ პროფესიას.

ბაგა-ბაღის აღმზრდელი-პედაგოგი - სწავლის ხანგრძლივობა 19 თვე. გაიცემა სახელმწიფოს მიერ აღიარებული დიპლომი.

ბუღალტრული აღრიცხვა - სწავლის ხანგრძლივობა 17 თვე. გაიცემა სახელმწიფოს მიერ აღიარებული დიპლომი

პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე დაიშვება პირი, რომელსაც აქვს სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი

სწავლა მიმდინარეობს ქართულ ენაზე.

იმ პირებისათვის, რომლებსაც არ უდასტურდებათ ქართული ენის კომპეტენცია,  პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე სწავლება იწყება ქართული ენის მოდულებით.

კოლეჯში სწავლა ფასიანია.

სწავლის საფასურთან დაკავშირებით, დაწესებულებაში მოქმედებს შეღავათები შემდეგი პირების მიმართ:

        ა)ომისა და შეირაღებული ძალების ვეტერანები და მათი შვილები;

        ბ)იძულებით გადაადგილებული პირები;

        გ)საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედებების შედეგად დაზარელებული მოქალაქეები;

        დ)I და II ჯგუფის შშმ პირები;

        ე)ორივე მშობლით ობოლი პირები, რომლებიც საჭიროებენ მეურვეობას;

        ვ)სოციალურად დაუცველის სტატუსის მატარებელი პირები;

        ზ)ერთი ოჯახიდან ერთზე მეტი პირის სწავლის შემთხვევაში;

        თ)პირი, რომელიც არის მრავალშვილიანი ოჯახიდან.

 

დაინტერესებულმა პირებმა უნდა წარმოადგინონ:   

  1.პასპორტი/პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;

 2.განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი (უცხოეთში მიღებული სსიპ განათლების შემთხვევაში განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ განათლების აღიარების დამადასტურებელი დოკუმენტი),

 3.2 ფოტო 3x4 და მისი ელექტრონული ვერსია (დისკზე).                                                                                                                                                              

 

 

სწავლა იწყება 2020 წლის 10 თებერვალს