поддержка PHP 7

(+995) 032 2 18 20 62;    (+995) 599 52 00 41    avicennacollege19@gmail.com

პირველი სლაიდი მეორე სლაიდი მესამე სლაიდი მეოთხე სლაიდი მეხუთე სლაიდი

 ბუღალტერი

 

მოვალეობები

ü  მიღება-ჩაბარებისა და ურთიერთშედარების აქტების მომზადების უზრუნველყოფა.

ü   სამეურნეო ოპერაციების დროული გაფორმების უზრუნველყოფა.

ü  პირველადი დოკუმენტების მიღების, გადამოწმების, ანგარიშსწორების უზრუნველყოფა და აღრიცხვა.

ü  ხელფასების გაანგარიშების, სახელფასო უწყისების მომზადების უზრუნველყოფა.

ü  მივლინების გაანგარიშების, ვალდებულების დოკუმენტებისა და      საგადახდო მოთხოვნების მომზადების უზრუნველყოფა.

ü  ბანკთან ურთიერთობის წარმოება.

ü  სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების აღრიცხვა; ძირითადი საშუალებების ცვეთის დარიცხვა; ინვენტარიზაციის პროცესის ჩატერების უზრუნველყოფა და ინვენტარიზაციის შედეგის დირექტორისათვის დასამტკიცებლად წარდგენა.

ü  ჟურნალ-ორდერული  უწყისების,  ყოველწლიურ ბალანის შედგენა.

ü  დაწესებულების მიმდინარე პროექტების ფარგლებში გაწეული ხარჯების შესახებ ყოველკვარტალური და ყოველწლიური ფინანსური ანგარიშის წარმოების უზრუნველყოფა.

ü  აუდიტთან მუშაობა და მოთხოვნის შესაბამისად საჭირო ფინანსური დოკუმენტაციით უზრუნველყოფა.

ü  საგადასახადო სტრუქტურებთან ვალდებულებით განსაზღვრული ურთიერთობისა და ანგარიშგების დადგენილ ვადებსა და პირობებში განხორციელება.

ü  დაწესებულების ბიუჯეტის შედგენის უზრუნველყოფა.

ü  პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების ბიუჯეტის შედგენის უზრუნველყოფა.

ü  მიმდინარე ან/და წინა საანგარიშო პერიოდის ფინანასური ანგარიშების მომზადება.

ü  დაფინანსების დინამიკის კვლევისა და ანალიზის განხორციელება.

ü  კომპეტენციის ფარგლებში დირექტორის სხვა დავალებათა და დაწესებულების შიდა სამართლებრივი რეგულაციებით გათვალისწინებულ სხვა ვალდებულებათა შესრულების უზრუნველყოფა.

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

ü  ბუღალტერი უნდა იყოს უმაღლესი ან პროფესიული განათლების მქონე პირი, აღნიშნული პოზიციის შესაბამის სფეროში მუშაობის გამოცდილებით.

 სამუშაო პირობები


დასაქმებული მუშაობს კვირაში ხუთი დღე. სამუშაო საათების ხანგრძლივობა კვირაში არ უნდა აღემატებიდეს  40 საათს. სამუშაო დღეებია ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით 10:00 საათიდან 18:00 საათამდე,

 

 

ბიბლიოთეკის გამგე

 

მოვალეობები

 

ü  ახორციელებს სათანადო ღონისძიებებს   ბიბლიოთეკის მატერიალურ-ტექნიკური ბაზის სრულყოფის,  საბიბლიოთეკო  ფონდის დაცვის, მკითხველთათვის აუცილებელი პირობების შექმნის მიზნით.

ü  უზრუნველყოფს      მკითხველთა      მომსახურებას      ბიბლიოთეკის წიგნადი ფონდით, კატალოგებით, კარტოთეკებით და სხვადასახვა სახის ინფორმაციით.

ü  უზრუნველყოფს მსურველთათვის სათანადო დოკუმენტაციის წარმოდგენის შემდეგ მკითხველის ფორმულარების გახსნას.

ü  უზრუნველყოფს წიგნების დამუშავებას საბიბლიოთეკო საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად.

ü  უზრუნველყოფს წიგნების აღრიცხვას შესაბამის კატალოგებში.

ü  აწარმოებს შემდეგი სახის სარეგისტრაციო ჟურნალებს :

              ა. საინვენტარო წიგნი;

              ბ. ჯამობრივი აღიცხვის ჟურნალი;

              გ. ბიბლიოთეკის დღიური.

ü  უზრუნველყოფს  ბიბლიოთეკაში წესრიგის დაცვას.

ü  ბიბლიოთეკის გამგე დაწესებულების დირექტორს ყოველწლიურად, სასწავლო წლის ბოლოს წარუდგენს ანგარიშს ბიბლიოთეკის მიერ შეძენილი, ბიბლიოთეკისათვის გადაცემული, დაზიანებული, შეკეთებული, დაკარგული წიგნების რაოდენობის შესახებ.

ü  პროფესიული განათლების მასწავლებლების რეკომენდაციების საფუძველზე ბიბლიოთეკის გამგე მიმართავს დაწესებულების დირექტორს სასწავლო პროცესის უზრუნველყოფისათვის საჭირო შესაძენი ლიტერატურის შესახებ.

ü  ბიბლიოთეკის გამგე უზრუნველყოფს მკითხველთა ინფორმირებას ახლადშეძელინი ლიტერატურის შესახებ; აღნიშნული ლიტერატურის სია ქვეყნდება ბიბლიოთეკაში თვალსაჩინო ადგილას.

ü  თავისი კომპეტენციის ფარგლებში ახორციელებს დირექტორის სხვა დავალებათა და დაწესებულების შიდა სამართლებრივი რეგულაციებით გათვალისწინებულ სხვა ვალდებულებათა შესრულებას.

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

ü  ბიბლიოთეკის გამგე უნდა იყოს უმაღლესი განათლების,  საბიბლიოთეკო საქმეში შესაბამისი კომპეტენციის მქონე პირი, რომელსაც აქვს მსგავს პოზიციაზე მუშაობის არანაკლებ სამწლიანი გამოცდილება.

ü   

 

 

სამუშაო პირობები


დასაქმებული მუშაობს
ორშაბათიდან პარასკევის  ჩათვლით 10:00 საათიდან 18:00 საათამდე, ხოლო შაბათს  10:00 საათიდან 16:00 საათამდე. ყოველდღიური შესვენების ხანგრძლივობა შეადგენს 1საათს (13:00-14:00 სთ).

  საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის მენეჯერი

 

მოვალეობები:

·         პრესრელიზების მომზადება და გამოქვეყნება.

·         პიარ კამპანიების დაგეგმვა და განხორციელება.

·         დაწებულების ვებ-გვერდზე განსათავსებლად მასალების მომზადება.

·         განხორციელებული    აქტივობების   შესახებ ინფორმაციის    დროული მიწოდება დაწესებულების ტექნიკური უზრუნველყოფის დაწესებულების ვებ - გვერდსა    და/ან     სხვა საინფორმაციო     მატარებლებზე მათი გათავსების მიზნით.

·                       განსახორციელებული აქტივობების ორგანიზაციული   და    საპრეზენტაციო  უზრუნველყოფა.

·         პროფესიულ სტუდენტთა/მსმენელთა და თანამშრომელთა    კულტურული ღონისძიებების დაგეგმვა, ორგანიზება და განხორციელება.

·         პრეზენტაციების, რეკლამების და კომერციული წინადადების მომზადების უზრუნველყოფა.

·         ციფრული მარკეტინგის კამპანიების დაგეგვმა ყველა შესაძლო ციფრული არხის გამოყენებით (ვებ-გვერდი, google, სოციალური მედია არხები, youtube, e-mail).

·         მომხმარებლის სამიზნე ჯგუფის განსაზღვრა; კმაყოფილების კვლევის დაგეგმვის, მისი განხორციელების პროცესის მონიტორინგის, შედეგების დამუშავებისა და ანალაზისი განხორციელების უზრუნველყოფა.

·         პარტნიორი ორგანიზაციების მოეძების, მოლაპარაკებების წარმოებისა და ხანგრძლივვადიანი ურთიერთობების დამყარების პროცესში მონაწილეობა.

·         კომპეტენციის ფარგლებში დაწესებულების დირექტორის სხვა დავალებათა და დაწესებულების შიდა სამართლებრივი რეგულაციებით გათვალისწინებულ სხვა ვალდებულებათა შესრულების უზრუნველყოფა.

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

·         უმაღლესი განათლება ჰუმანიტარულ ან სოციალურ მეცნიერებათა მიმართულებით ან/და აღნიშნული პოზიციის შესაბამის სფეროში მუშაობის გამოცდილება.

სამუშაო პირობები


დასაქმებული მუშაობს კვირაში ხუთი დღე. სამუშაო საათების ხანგრძლივობა კვირაში არ უნდა აღემატებიდეს  40 საათს. სამუშაო დღეებია ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით 10:00 საათიდან 18:00 საათამდე,

 

პერსონალური მახასიათებლები:

·         ლოგიკური აზროვნება ;

·         ლიდერული და ორგანიზატორული უნარ ჩვევები;

·         გადაწყვეტილების მიღების უნარი;

·         ხარისხზე ორიენტირება;

·         გუნდური მუშაობის უნარი;

·         ფუნქციების სწორად გადანაწილების უნარი.

 

წარმოსადგენ დოკუმენტთა სია:

·         პასპორტის/პირადობის მოწმობის ასლი;

·         საგანმანათლებლო დოკუმენტის ასლი, უცხო ქვეყნის საგანმანათლებლო დოკუმენტის შემთხვევაში - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ განათლების აღიარების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;

·         ავტობიოგრაფია / CV;

·         არსებობის შემთხვევაში - შრომის წიგნაკის ან შრომითი გამოცდილების დამადასტურებელი სხვა დოკუმენტის, სერთიფიკატების, სიგელების და სხვა დოკუმენტების ასლები;


დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე (CV) და თანდართული დოკუმენტები ქართულ ენაზე, შემდეგ ელ-ფოსტის მისამართზე: ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.  და წერილის სათაურის ველში მიუთითოთ შესაბამისი პოზიციის დასახელება.


განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 2019 წლის 22 ოქტომბერი