поддержка PHP 7

(+995) 568 99 90 78;    (+995) 555 18 01 40     avicennacollege19@gmail.com  

Image result for website smoll icon Second Web: avicennacollege.ge

პირველი სლაიდი მეორე სლაიდი მესამე სლაიდი მეოთხე სლაიდი მეხუთე სლაიდი

შპს ავიცენას საერთაშორისო საზოგადოებრივი კოლეჯი აცხადებს ვაკანსიას შრომის უსაფრთხოების სპეციალისტის აკრედიტებული პროგრამის ქვემოთ ჩამოთვლილი მოდულების განმახორციელებელი პირის ვაკანტურ პოზიციაზე:

 

ü  „შრომის უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონი;

ü  შესავალი შრომის უსაფრთხოების მართვის საკითხებში;

ü  საფრთხეების იდენტიფიცირება, რისკების შეფასება და მართვა, საკონტროლო ღონისძიებები საერთაშორისოდ აღიარებული სტანდარტების მიხედვით;

ü  სამუშაო ადგილზე უბედური შემთხვევისა და ინციდენტის მოკვლევა – აღრიცხვა, რეგისტრაცია, ანგარიშგება;

ü  პროფესიული დაავადებები – პროფესიული და პროფესიით განპირობებული დაავადებების კლასიფიკაცია, აღრიცხვა და კონტროლი;

ü  ელექტრო და სახანძრო უსაფრთხოება;

ü  პირველადი სამედიცინო დახმარება;

ü  ქიმიური ნივთიერებების კლასიფიკაცია და უსაფრთხოების წესები;

ü  საწარმოო სათავსების მიკროკლიმატისადმი წაყენებული ჰიგიენური მოთხოვნები;

ü  ინდივიდუალური და კოლექტიური დაცვის საშუალებები

ü  შრომის ჰიგიენა: ქიმიური, ფიზიკური, ბიოლოგიური და ფსიქოსოციალური ფაქტორები;

ü  სიმაღლეზე მუშაობა;

ü  ეროვნული საკანონმდებლო რეგულაციები და შრომის უსაფრთხოების საერთაშორისო სტანდარტები შრომის უსაფრთხოების სფეროში;

ü  თემატური მოდული (საქმიანობის სფეროს გათვალისწინებით);

ü  შრომის უსაფრთხოება სამშენებლო სექტორში;

ü  შრომის უსაფრთხოება სამთომოპოვებით მრეწველობასა ან/და მძიმე დამამუშავებელ მრეწველობაში;

ü  შრომის უსაფრთხოება მსუბუქ მრეწველობაში;

ü  შრომის უსაფრთხოება მომსახურების/სერვისის სექტორში;

ü  შრომის უსაფრთხოება სამედიცინო სფეროში;

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

სწავლების განმახორციელებელი შეიძლება იყოს უმაღლესი განათლების მქონე პირი, რომელსაც საგამოცდო ცენტრში ჩაბარებული აქვს შესაბამისი მოდულ(ებ)ის სწავლებისათვის დადგენილი საკვალიფიკაციო გამოცდა. 

სწავლების განმახორციელებელი პირი უფლებამოსილია განახორციელოს მხოლოდ შესაბამისი კვალიფიკაციით გათვალისწინებული მოდულის სწავლება.

 

სამუშაო პირობები


დასაქმებული მუშაობს კვირაში ხუთი დღე. სამუშაო საათების ხანგრძლივობა კვირაში არ აღემატება  40 საათს.

 

 

 

პერსონალური მახასიათებლები:

·         ლოგიკური აზროვნება ;

·         ლიდერული და ორგანიზატორული უნარ ჩვევები;

·         გადაწყვეტილების მიღების უნარი;

·         ხარისხზე ორიენტირება;

·         გუნდური მუშაობის უნარი;

·         ფუნქციების სწორად გადანაწილების უნარი.

 

წარმოსადგენ დოკუმენტთა სია:

·         პასპორტის/პირადობის მოწმობის ასლი;

·         საგანმანათლებლო დოკუმენტის ასლი, უცხო ქვეყნის საგანმანათლებლო დოკუმენტის შემთხვევაში - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ განათლების აღიარების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;

·         ავტობიოგრაფია / CV;

·         არსებობის შემთხვევაში - შრომის წიგნაკის ან შრომითი გამოცდილების დამადასტურებელი სხვა დოკუმენტის, სერთიფიკატების, სიგელების და სხვა დოკუმენტების ასლები;


დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე (CV) და თანდართული დოკუმენტები ქართულ ენაზე, შემდეგ ელ-ფოსტის მისამართზე: ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.  და წერილის სათაურის ველში მიუთითოთ შესაბამისი პოზიციის დასახელება.


განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 2020 წლის 10 იანვარი