კოლეჯი წარმოადგენს კერძო სამართლის იურიდიულ პირს, რომლის სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო. კოლეჯი დამოუკიდებელია თავის საქმიანობაში და ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველის საერთაშორისო ხელშეკრულებებით და შეთანხმებებით, „პროფესიული განათლების შესახებ“ და „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შსახებ“ საქართველოს კანონებით, სხვა ნორმატიული აქტებით და კოლეჯის წესდებით.
შპს „ავიცენას საერთაშორისო საზოგადოებრივი კოლეჯი“ პროფესიული განათლების მიმართულებით არის სასწავლებელი საქართველოში, რომლის ისტორია თავის საწყისს- 2018 წლიდან იღებს.
2019 წლის 17.01. შპს „ავიცენას საერთაშორისო საზოგადოებრივმა კოლრჯმა მიიღო ავტორიზაცია 6 წლის ვადით.
2022 წელს ,,ავიცენას საერთაშორისო საზოგადოებრივმა კოლეჯმა მიიღო უფლება განეხორციელებინა დამატებითი საგანმანათლებლო პროგრამა ,,საექთნო განათლება" მეხუთე საფეხური.