ავიცენას საერთაშორისო საზოგადოებრივი კოლეჯის ადმინისტრაცია, ღრმა მწუხარებით იუწყება, რომ გარდაიცვალა ჩვენი თანამშრომელი ციცინო შაკაია. უდიდესი სულის, გულწრფელი, უღალატო მეგობრობის ეტალონად დარჩები ჩვენს მოგონებებში. დაგვაკლდები ახლობლებს და მეგობრებს. მრავალი კეთილი საქმე და ტკბილი მოგონებები დაგვრჩება შენგან. მშვიდად განისვენე კარგო ადამიანო. ვიზიარებთ ოჯახის მწუხარებას, ღმერთმა ნათელში ამყოფოს შენი სული.