ვიწყებთ სრულიად ნოვატორული, აქტუალური, მოთხოვნადი პროფესიის- ჯანმრთელობის კონსულტანტის სასწავლო სასერტიფიკაციო კურსზე მსურველთა მიღებას!!!
სამედიცინო კოლეჯი „ავიცენა“ და „ვალეოლოგიის ცენტრი“ გთავაზობთ სასწავლო კურსს ჯანმრთელობის კონსულტანტი/Health Coach დაეუფლეთ ჯანმრთელობის კონსულტანტის პროფესიას, რომელიც 21-ე საუკუნეში ჩამოყალიბდა და აქტუალური იქნება შემდეგი წლების მანძილზე.
ჯანმრთელობის სფერო მკვეთრად იცვლება და იზრდება ჯანმრთელობის უნარების, ჯანსაღი წესის ჩვევების როლი. ექიმის დანიშნულების გარდა პაციენტი საჭიროებს რეკომენდაციებს და კონტროლს, რაც გარკვეულ ცოდნას და დისციპლინას მოითხოვს. ზუსტად ამ პრობლემის გადასაჭრელად ჩამოყალიბდა პროფესია ჯანმრთელობის კონსულტანტი - ხიდი ექიმსა და პაციენტს შორის, რომელიც ერთის მხრივ ეხმარება ექიმს პაციენტის მიერ რეკომენდაციების შესრულებაში, ხოლო მეორეს მხრივ პაციენტს უქმნის ხელშემწყობ პირობებს, რათა გაჯანსაღების პროცესი სწრაფად და ადეკვატურად წარიმართოს.
კურსზე თქვენ ისწავლით ისეთ საკითხებს, როგორიცაა: - რა არის ჯანმრთელობა, მისი კრიტერიუმები; - ჯანმრთელობის შეფასება; - სტრესი და მისი მართვა; - ფიზიკური ჯანმრთელობის პრინციპები და მართვა; - კვების როლი ჯანმრთელობაში, კვებითი ჩვევების ჩამოყალიბება, დღიური რაციონი და ა.შ.
კურსის ხანგრძლივობა 1 თვე. პროფესია გამოგადგებათ ექიმებთან სათანამშრომლოდ, პირადი პრაქტიკისთვის.