ჩვენს კოლეჯში ქვეყნის წამყვან კოსმეტოლოგებთან ტრენინგი ჩაატარა პროფესორმა ია გიგიბერიამ. ტრენინგი ეხებოდა ორგანიზმის ესთეტიკის და კანის მოვლის საკითხებს. ქ-ნი იას მიერ დეტალურად იქნა განმარტებული სწავლების ის მეთოდები, რომლითაც პედაგოგებმა უნდა უზრუნველყონ სტუდენტებისადმი თავიანთი ცოდნის და გამოცდილების გაზიარება. ტრენინგი იყო ნაყოფიერი და სასარგებლო ორივე მხარესთვის.