ჰოსეინ ჩენარი: „ჩვენ ვაპირებთ პროფესიული განათლების სივრცის მოწყობას, სადაც ახალგაზრდები საერთაშორისო დონის განათლებას მიიღებენ“
ინტერვიუ ინვესტორთან, ავიცენას საერთაშორისო საზოგადოებრივი კოლეჯის დამფუძნებელთან, ჰოსეინ ჩენართან.
ბატონო ჰოსეინ, რატომ გადაწყვიტეთ საქართველოში ინვესტირება?
პირველ რიგში მადლობა ინტერესისთვის და ინტერვიუსთვის. სანამ საქართველოში ინვესტირების შესახებ გადაწყვეტილებეს მივიღებდით, ჩვენ გვქონდა სომხეთში და აზერბაიჯანში საქმიანი ვიზიტები. თუმცა, საქართველოს საინვესტიციო გარემო ჩვენთვის უფრო მიმზიდველი აღმოჩნდა, სწორედ აქედან გამომდინარე გადავწყვითეთ თქვენს ქვეყანაში განგვეხორციელებინა ინვესტისია. საქართველოში სტაბილური საინვესტიციო გარემოა.
რატომ აირჩიეთ განათლების სფერო საინვესტიციოდ, რადგან თქვენ იცით, რომ ამ სფეროში კონკურენცია საკმაოდ მაღალია...
დიახ, მაქვს ინფორმაცია, რომ საქართველოში ბევრი პროფესიული სასწავლებელია. ჩვენ მხოლოდ და მხოლოდ მივესალმებით ჯანსაღ კონკურენციას. რაც შეეხება თქვენს კითხვას, თუ რატომ განათელბის სფერო?! იმიტომ, რომ მე თავად ამ სფეროში მოღვაწეობის 23 წლიანი გამოცდილება მაქვს. ჩვენ ქართულ ბაზარზე სტუდენტებს მაღალი დონის განათლების მიღების შესაძლებლობას შევთავაზებთ.
თქვენ ბრძანეთ, რომ ახლო მომავალში სტუდენტების მაღალი დონის განათლების მიღების შესაძლებლობას შეუქმნით. უფრო კონკრეტულად რომ გვითხრათ, ვისზე იქნება კოლეჯი ორიენტირებული და რა დონის განათლების მიღებას შესთავაზებთ სტუდენტებს?
ახალი ტიპის, საერთაშორისო დონის კოლეჯი, რომელიც უახლოეს მომავალში დაიწყებს მიღებას და მაღალი ხარისხის განათლებას შესთავაზებს სტუდენტებს, ახალ შესაძლებლობებს შეუქმნის ახალგაზრდებს. ჩვენი ორიენტირი იქნება, ხარიხიანი განათლება. ჩვენ ხარისხიან, საერთაშორისო დონის განათლებას როგორც ქართველ, ასევე საერთააშორისო სტუდენტებს შევთავაზებთ.
აპირებთ თუ არა გარდა განათლების სფეროსა, ეკონომიკის სხვა სფეროშიც ინვესტიციების განხორციელებას?
ინვესტიციების ორიენტირი იქნება მხოლოდ და მხოლოდ განათელბის სფერო. სწორედ აქედან გამომდინარე, ჩვენ ვაპირებთ პროფესიული განათლების სივრცის მოწყობას, სადაც ახალგაზრდებისთვის ყველანაირი პირობა იქნება შექმნილი, რათა ჩვენთან მიიღონ საერთაშორისო დონის განათლება.